მაკინტოშის ოპერაციული სისტემა X (Mac OS X) - კომპანია ეპლის დამუშავებული ოპერაციული სისტემის მე-10 ვერსიაა, რომელიც ეპლ მაკინტოშის სამომხმარებლო და პროფესიულ კომპიუტერებს ახლავს თან. ეს სისტემა მაკინტოშის წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს ფაქტი ხაზგასმულია მის სახელში ვერსია 10-ის ნაცვლად X-ის ჩანაცვლებით (უფრო დაწვრილებით იხ. [ისტორია]). ეპლ კომპიუტერი ოპერაციულ სისტემას ცალკეც ჰყიდის, როგორც პროგრამულ პაკეტს ეპლის პერსონალური კომპიუტერებისთვის.
მაკ ოს X სერვერი არქიტექტურულად მისი დესკტოპ თანამოძმის იდენტურია და განკუთვნილია ეპლის მიერ გამოშვებული მაკინტოშის სერვერებისთვის. მასში შედის სამუშაო ჯგუფთა მართვისა და ადმინისტრაციის პროგრამული ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ქსელურ მომსახურებასთან ) გაადვილებულ კომუნიკაციას.
ნიშანი X რომაული რიხცვი “ათი”-სა და იქსის (ტრადიციულად უნიქსის ბაზაზე დამუშავებული ოპერაციული სისტემების აღმნიშვნელი) კომბინაციაა, და გამოითქმის როგორც “ათი”. ის ნაწილობრივ მაკინტოშის წინა ოპერაციული სისტემების მაკ ოს 8 და მაკ ოს 9 დანომვრის გაგრძლების აღმნიშვნელია და ასევე ეპლის ტენდენციისისამებრ სპეციფიური ვერსიების მინიშნებისას ორაზროვნებას გამორიცხავს (მაგ. მაკ ოს X ვ.10.4).მიუხედავად იმისა, რომ მაკ ოს-ის ეს ვერსია “მეათედ” არის მონათლული, მისი ისტორია მაკინტოშის ადრეულ ოპერაციულ სისტემათაგან თითქმის სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა. ის ეფუძნება კარნეგი-მელონისა (მახ-კერნელი) და ბერკლის უნივერსიტეტების (ბსდ) მიერ იუნიქსის ბაზაზე დამუშავებულ ოპერაციათა სისტემებს, რომელიც სტივ ჯობსის კომპანია ნექსტის (NeXT) მიერ დამუშავებულ მრავალფუნქციონალურ სისტემაში "ნექსტსტეპ" (NEXTSTEP) იყო გაერთიანებული. პარალელურად, ეპლიც ცდილობდა საკუთარი “მომავალი თაობის” ოპერაციული სისტემის დამუშავებას, თუმცა წარუმატებლად. საბოლოოდ, ნექსტის ოს (რომელსაც უკვე OPENSTEP ერქვა) შეირჩა ეპლის მომდევნო ოს-ის ბაზად და კომპანიამ მასზე სრული უფლება შეისყიდა. გარიგების თანახმად ჯობსი ეპლში დაბრუნდა და მალევე კომპანიის ლიდერიც გახდა. მისი მეთაურობით განხორციელდა პროგრამისტებისთვის ღია ოპენსტეპის ეპლის ძირითადი ბაზრისთვის (საშინაო მომხმარებელთა და კრეატიულ პროფესიონალთათვის) მისაღებ სისტემად გარდაქმნა - პროექტი, რომელიც ცნობილია სახელით - რაფსოდი. რამდენიმე მცირე იმედგაცრუების შემდეგ საბოლოოდ რაფსოდი "მაკ ოს X"-ად გარდაიქმნა.
No comments:
Post a Comment